ეგვიპტე მდებარეობს აფრიკის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში.
უძველესი ცივილიზაციის კერა. საკურორტო ქალაქებით, წითელი ზღვით და პირამიდებით ყოველთვის იზიდავდა მილიონობით ტურისტს პლანეტის ყველა კუთხიდან.
ზაფხულის სეზონში ჩვენი ძირითადი მიმართულება ქალაქი ხურგადაა. ხურგადა მდებარეობს წითელი ზღვის სანაპიროზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 კმ-ში კაიროდან.
ხურგადას მოიხსენებენ, როგორც სამოთხეს დაივერებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ წითელ ზღვაში არ ჩაედინება არცერთი, მდინარე მისი წყლები კრისტალურად სუფთაა, რაც საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიცნოთ წითელი ზღვის მდიდარი წყალქვეშა ფლორა და ფაუნა.
ხურგადის კლიმატი ზაფხულის პერიოდში გრილია, ეს განპირობებულია ნაკლებად ტენიანი ჰაერის გრილი ნაკადით რომელიც ზღვიდან მოდის და ქალაქში ნიავის სახით ჰქრის.
ჰაერის ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში არ აღემატება 35 გრადუსს, რაც ხურგადას უპირატესობას ანიჭებს სხვა ტურისტულ ქალაქებთან ხოლო წყლის ტემპერატურა 27 გრადუსამდე თბება.
ხურგადა გთავაზობთ გართობის ფართო არჩევანს, დაივინგს, გასეირნებას წყალქვეშა ნავით წითელი ზღვის ფსკერზე. კრუიზს კორალების კონძულებზე. აკვარიუმებს, აკვაპარკებს და უამრავ სხვა ექსკურსიას.
ხურგადა ასევე ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით, კლუბებით და რესტორნებით.
არანაკლებ ინტერესს იწვევს ხურგადის ახალი რაიონები,როგორიცაა ელ გუნა. ეგვიპტურ ვენეციად წოდებული დასახლება განვითარებული სასტუმროების ქსელით ერთმანეთთან დაკავშირებულია წყლის არხებით, ხიდებით და ვიწრო ქუჩებით განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მსხვილი სავაჭრო ცენტრი, ეგვიპტური ბაზარი და აკვალანგით დაათვალიეროთ ჩაძირული გემები.
ეგვიპტე ეს არის ადგილი სადაც თქვენი ოცნებები ასრულდება.







