ეგვიპტე მდებარეობს აფრიკის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში. უძველესი ცივილიზაციის კერა. საკურორტო ქალაქებით, წითელი ზღვით და პირამიდებით ყოველთვის იზიდავდა მილიონობით ტურისტს პლანეტის ყველა კუთხიდან.
   ზაფხულის სეზონში ჩვენი ძირითადი მიმართულება ქალაქი ხურგადაა. ხურგადა მდებარეობს წითელი ზღვის სანაპიროზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 კმ-ში კაიროდან.
   ხურგადას მოიხსენებენ, როგორც სამოთხეს დაივერებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ წითელ ზღვაში არ ჩაედინება არცერთი, მდინარე მისი წყლები კრისტალურად სუფთაა, რაც საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიცნოთ წითელი ზღვის მდიდარი წყალქვეშა ფლორა და ფაუნა.
ხურგადის კლიმატი ზაფხულის პერიოდში გრილია, ეს განპირობებულია ნაკლებად ტენიანი ჰაერის გრილი ნაკადით რომელიც ზღვიდან მოდის და ქალაქში ნიავის სახით ჰქრის.
   ჰაერის ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში არ აღემატება 35 გრადუსს, რაც ხურგადას უპირატესობას ანიჭებს სხვა ტურისტულ ქალაქებთან ხოლო წყლის ტემპერატურა 27 გრადუსამდე თბება.
   ხურგადა გთავაზობთ გართობის ფართო არჩევანს, დაივინგს, გასეირნებას წყალქვეშა ნავით წითელი ზღვის ფსკერზე. კრუიზს კორალების კონძულებზე. აკვარიუმებს, აკვაპარკებს და უამრავ სხვა ექსკურსიას.
   ხურგადა ასევე ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით, კლუბებით და რესტორნებით.
   არანაკლებ ინტერესს იწვევს ხურგადის ახალი რაიონები,როგორიცაა ელ გუნა. ეგვიპტურ ვენეციად წოდებული დასახლება განვითარებული სასტუმროების ქსელით ერთმანეთთან დაკავშირებულია წყლის არხებით, ხიდებით და ვიწრო ქუჩებით განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მსხვილი სავაჭრო ცენტრი, ეგვიპტური ბაზარი და აკვალანგით დაათვალიეროთ ჩაძირული გემები.
   ეგვიპტე ეს არის ადგილი სადაც თქვენი ოცნებები ასრულდება.

   ტურ ოპერატორი “ინტერკონტინენტალი” როგორც ნოვატორი კომპანია გთავაზობთ სიახლეს ზაფხულის სეზონისთვის. დაიგეგმა ჩარტერული რეისები ხურგადის, ბოდრუმის ტუნისის, და ანტალიის მიმართულებით.
   გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას წითელ ზღვაზე ეგვიპტის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქში ხურგადაში. ხურგადა ეს არის ტურიზმის ცენტრი, სადაც ზაფხულში გრილი ნაკლებად ტენიანი კლიმატია და ტემპერატურა არ აჭარბებს 35 გრადუსს. ბუნებამ ყველა პირობა შექმნა ვინდსერფინგის და დაივინგის მოყვარულებისთვის.    ხურაგადა ახლოსაა ისეთ ცნობილ ისტორიულ ადგილებთან, როგორიცაა ლუქსორი და კაირო. განვითარებული სასტუმროების ქსელი და ქალაქის ინფრასტრუტურა ყოველ წელიწადს უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.
   ზაფხულის სეზონზე ხურგადის მიმართულება დიდ კონკურენციას გაუწევს თურქეთის კურორტებს. ჩარტერული ფრენები დაგეგმილია ტუნისის მიმართულებითაც. აფრიკის მარგალიტად წოდებული ქალაქი თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, ისტორიული მნიშვნელობით, კლიმატით და 1200 კმ-ზე გადაჭიმული ქვიშის პლიაჟებით ტურისტებს პლანეტის ყველა წერტილიდან იზიდავს.
   ჩარტერული ფრენები დაგეგმილია ტუნისის მიმართულებითაც. აფრიკის მარგალიტად წოდებული ქალაქი თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, ისტორიული მნიშვნელობით, კლიმატით და 1200 კმ-ზე გადაჭიმული ქვიშის პლიაჟებით ტურისტებს პლანეტის ყველა წერტილიდან იზიდავს.
   ასევე ჩვენ გთავაზობთ თურქეთის პოპულარული კურორტების, ბოდრუმის და ანტალიის საუკეთესო სასტუმროების ფართო არჩევანს , ინდივიდუალურ მომსახურებას და უმაღლესი ხარისხის სერვისს.
   ჩარტერული ფრენები შესრულდება საიტზე გამოქვეყნებული თარიღების მიხედვით. იმოგზაურეთ უსააზღვროდ ტურ ოპერატორ “ინტერკონტინენტალთან” ერთად.



ბოდრუმი

ჰურგადა

გოა

ტუნისი