|
ტურ ოპერატორი ”ინტერკონტინენტალი” 1991 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან კომპანია ტურისტულ სფეროში აქტიურ საქმიანობას ეწევა. “ინტერკონტინენტალმა” დაამყარა საქმიანი ურთიერთობები იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, გერმანიის, ჩეხეთის, მალტის, ბულგარეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, კუბის, ტაილანდის, ინდოეთის, თურქეთის, მალდივების, ირანის, ტუნისის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვან ტურ-ოპერატორებთან და მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს. სააგენტო აწყობს ჯგუფურ ტურებს იტალიასა, ესპანეთსა, კუბასა და ჩეხეთში. ყოველ ზაფხულს ტურ ოპერატორი ინტერკონტინენტალი ახორციელებს ჩარტერულ ფრენებს თურქეთში, კერძოდ ანტალიის რეგიონში, ხოლო ზამთარში შარმ ელ შეიხში ეგვიპტეში. 2007 და 2008 წლებში ტურ ოპერატორი ინტერკონტინენტალი გახდა „ოქროს ბრენდის“ მფლობელი კომპანია როგორც წლის რჩეული ბრენდი საქართველოში. ტურ ოპერატორი ინტერკონტინენტალი აგრეთვე შემომყვან ტურიზმზე მუშაობს, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთი სახის ტურებს როგორიცაა: სათავგადასავლო, კულტურული, ეკოტურები, პილიგრიმული, რეკრეაციული და ისეთ თემატურ ტურებს როგორიცაა: სპელეო ტური, გურმანთა ტური, კოშკთა „ სამეფო “, ღვინის ტურები, აბრეშუმის გზის ტური, „ოქროს საწმისის“ ტური, სამხედრო გზის ტური და „იუნესკოს“ დაცული ძეგლების ტური. კომპანია კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურეობის ფართო სპექტრს. “ინტერკონტინენტალის” სტრატეგია კლიენტებზეა ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, შენიშვნებს და მთლიანად ამართლებს მათ მოლოდინს. კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრები პირნათლად ასრულებენ „ინტერკონტინენტალის“ ძირითად მოთხოვნას – მომსახურების მაღალ ხარისხს. „ინტერკონტინეტალის“ წარმატება გუნდური მუშაობის პრინციპზე და სანდოობაზეა დაფუძნებული. „ინტერკონტინენტალის“ გამოცდილი კადრები თვალყურს ადევნებენ კლიენტის მოთხოვნებს ტურის დაწყებიდან მის დასრულებამდე, მცდელობას არ აკლებენ, რათა მომხმარებლის უმნიშვნელო მოთხოვნაც კი დაუკმაყოფილებელი არ დარჩეს. კლიენტისადმი ყურადღება კომპანიის თანამშრომელთა ძირითადი კომპეტენციაა, ისინი მუდამ მზად არიან მოგზაურობის დროს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ. ჩვენი კლიენტების კონფორტი, უსაფრთხოება, სიამოვნება და კმაყოფილება ჩვენი კომპანიის პრიორეტეტია. ტურ ოპერატორი „ინტეკონტინენტალის“ მიზანია იყოს ლიდერი კომპანია კონკურენტუნარიანი ფასებითა და მარალი ხარისხის მომსახურებით. |
||